Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ ცდილობენ ქუთაისში, კერძო სკოლა ‘მერმისში’ მოსწავლეების რთულ საგნებთან დამეგობრებას?

თარიღი : 25-10-2020, 13:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა და მსგავსი საგნები, როგორც წესი მოსწავლეთა დიდი ნაწილისათვის არაპოპულარულ საგნებად ითვლება, თუმცა ქუთაისში არსებულ კერძო სკოლა "მერმისში" აღნიშნულ სტერეოტიპს ამსხვრეენ.

"მერმისი"-ს მოსწავლეები ფიზიკისა თუ ქიმიის გაკვეთილებს სიხარულით ესწრებიან და არც საგნების ათვისების პრობლემა აქვთ.

პედაგოგი, რომელმაც მოსწავლეებს ფიზიკა შეაყვარა, სოლომონ კოსტავაა.
https://i.postimg.cc/3wS8gtDv/A1-C551-B1-BF24-40-C1-863-A-F81-CF6581-EEA.jpg
სკოლებში, უნივერსიტეტსა თუ მეცნიერებათა აკადემიაში საქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა ამბობს, რომ თავს კომფორტულად სკოლაში, მოსწავლეების გარემოცვაში გრძნობს.

"საბოლოო ჯამში სკოლას ვამჯობინებ, რადგან ბავშვები გაცილებით ხალასები არიან და საგანს ადვილად ითვისებენ. ფიზიკა არის ბუნება, სამყარო და ბავშვი უნდა შეახედო პროცესს. ფიზიკა იმის გამო ერთულებათ, რომ ძირითადად ფორმულებით ისწავლება. ბავშვს უნდა ელაპარაკო მის ენაზე, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა დაიყვანო რთული პროცესები, ცხოვრებიდან უნდა მოუყვანო მაგალითები და ციფრებამდე და ფორმულებამდე ამგვარად მიიყვანო,"-ამბობს პედაგოგი.

სოლომონ კოსტავას მოსწავლეებთან ურთიერთობის საკუთარი ფორმულა აქვს. ამბობს, რომ მოსწავლეს ნიშნის გულისთვის არასოდეს უნდა ჩაუსაფრთდე, მოსწავლე შენს პატარა კოლეგად უნდა აღიქვა და დასკვნა თავად უნდა
გააკეთებინო.

"ჩინელის ლექციაზე რომ შემიყვანო, იქ თუ ფორმულებს და ციფრებს ვერ ვხედავ, ვერ გავიგებ რა ხდება და გამოვვარდები. ბავშვი არ უნდა შეაშინო ფიზიკის ფორმულებით. არსი უნდა გააგებინო და ფორმულა თუ დაჭირდა, თვითონ დაინტერესდება და თვითონ მოძებნის. როდესაც სამართლიანობის პრინციპს დაიცავ, კოლეგიალური იქნები ურთიერთობაში, ბავშვი თავისუფალი ხდება. უნდა გინდოდეს, რასაც აკეთებ. ამ ყველაფერს ვერ ისწავლი, ეს შენში უნდა იყოს.

ჩვენ გაკვეთილზე ცხოვრებიდან მოგვყავს მაგალითები, პარალელებს ვავლებთ, ცდებს და ექსპერიმენტებს ვატარებთ. ფიზიკას როდესაც ვხსნი და ბავშვი გაეჭედა მათემატიკაში, მათემატიკის ახსნას ვიწყებ რა იმიტომ, რომ ვიღაც ცუდად ასწავლის მათემატიკას, არამედ უბრალოდ იმ წუთში ასე  დამჭირდა. თუ დამჭირდება, ლიტერატურასაც ავუხსნი ბავშვს. ბავშვთან ურთიერთობა არ უნდა შეგეშალოს. ათჯერ რომ შეგეკითხოს ერთი და იგივე, ათივეჯერ მშვიდად და აუღელვებლად უნდა უპასუხო.

როდესაც მოსწავლეები სკოლას ამთავრებენ, წლები გადის და სიყვარულით გკითხულობენ, ალბათ ცუდად არ ვასწავლიდი,"-ამბობს სოლომონ კოსტავა.

ცნობისთვის, კერძო სკოლა "მერმისს" ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის. სკოლაში სწავლის და სწავლების მაღალ ხარისხთან ერთად, ყურადღება უსაფრთხო, დაცულ გარემოს და მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ეთმობა.

"მერმისი" ერთადერთი სკოლაა დასავლეთ საქართველოში, რომელსაც საკუთარი აუზი აქვს.


ნანახია: 800-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი