Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დამთვალიერებელს ორი თვის განმავლობაში უფასოდ უმასპინძლებს

თარიღი : 23-10-2020, 11:19 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ახალ სიცოცხლეს იწყებს.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (20 მლნ ლარი), 1985 წელს აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის მიერ დაარსებული ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკოსნტრუქცია-რეაბილიტაცია დაასრულა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი სამუზეუმო კომპლექსი არა მხოლოდ ვანში აღმოჩენილი არქეოლოგიური სიმდიდრის ექსპოზიცია, არამედ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიც იქნება.

ახალ, ოთხსართულიან შენობაში, მოეწყო მცირე ბიბლიოთეკა და თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია.

განახლებული მუზეუმის ლაბორატორია საშუალებას აძლევს მეცნიერებს ვანშივე ჩაატარონ არტეფაქტების ისეთი სახის კვლევა და რესტავრაცია, რისთვისაც სულ რამდენიმე წლის წინ სხვა ქვეყნებში უწევდათ გამგზავრება.

განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში განახლდება „ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები” მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე.

22 ოქტომბრიდან, ორი თვის განმავლობაში, ვანის განახლებული მუზეუმი დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს.


ნანახია: 198-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის

ამინდი