Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დევნილები: ქუთაისში ბინები ქრთამის სანაცვლოდ გაიცემა

თარიღი : 22-10-2020, 13:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში დევნილები ბინების გადანაწილების პროცესს აპროტესტებენ.

დევნილთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს სამმართველოსთან შეკრებილი მოქალაქეები სამინისტროს ბინების უკანონოდ გადანაწილებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, წლებია ავარიულ შენობებში ცხოვრობენ, ბინას ელოდებიან, თუმცა მათი ბინით დაკმაყოფილება, ვერც ამჯერად მოხდა.

ისინი სამმართველოს კორუფციაში სდებენ ბრალს და აცხადებენ, რომ ბინები გარკვეული ქრთამის სანაცვლოდ გაიცემა. დევნილები სამინისტროსგან დროულ რეაგირებას მოითხოვენ.

დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ბინების განაწილების საკითხზე კომისია მუშაობს და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.


ნანახია: 259-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დევნილთა განცხადებით, წლებია ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, ასევე წლებია სამინისტრო მათ ბინებს პირდებათ და შესაბამისი
დევნილთა სამმართველოს შენობაში შეჭრილი დევნილები გზის გადაკეტვითაც იმუქრებოდნენ.
დევნილთა ნაწილმა აქცია მესხიშვილის თეატრთან გამართა.
ცნობისთვის, ახალი ბინების მიღების თხოვნით დევნილთა შტაბში 4 000-მდე განცხადება შევიდა. აქედან ბინას მხოლოდ 429 ოჯახი იღებს.
ადგილზე ხმაურის განმუხტვა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს.
ქუთაისში, კლინიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში დევნილებისათვის ბინების განაწილება 25 თებერვალს იგეგმება.

ამინდი