Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში, საზღვრისპირა სოფელი პერევი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

თარიღი : 22-10-2020, 11:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი 11.5 მილიონი ლარით აფინანსებს.

პროექტი იმერეთის 5 სოფლის, მათ შორის, ერთი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ პერევის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს, რისთვისაც გათვალისწინებულია წყალმომარაგებისთვის საჭირო სათავე ნაგებობის, წყალსადენების, რეზერვუარების, წყლის გაუვნებელყოფის სადგურების, გამანაწილებელი ქსელების მოწყობა. დაგეგმილია სოფლებში მრიცხველების მონტაჟიც.

„ამ დროისთვის სოფლებს არ გააჩნიათ წყალმომარაგების სისტემა. ზოგიერთ უბნებში მოწყობილია მცირე, კუსტარული ქსელები და სამარაგო ავზები, რაც არ აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს. მოსახლეობა, ძირითადად, სარგებლობს ადგილობრივი წყაროებისა და ჭის წყლით. პროექტის დასრულების შემდეგ პერევის, ჯრიას, დარყას, ჭალას და სპეთის დაახლოებით 3400 მოსახლე 24- საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს,"-აცხადებენ ფონდში.


ნანახია: 170-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით თერჯოლაში
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 27 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

ამინდი