Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში ვირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა

თარიღი : 21-10-2020, 16:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. 73 წლის მამაკაცი გალიდან და 70 წლის ქალი სამეგრელოდან. ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ორივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

კიდევ ერთი პაციენტი-47 წლის მამაკაციი გარდაიცვალა თერჯოლის კოვიდკლინიკაში. "თერჯოლამედის" დირექტორის თქმით, პაციენტს სხვა თანმდევ დაავადებებთან ერთად ფსიქიკური პრობლემაც ქონდა და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. პაციენტი კლინიკაში 16 ოქტომბერს შეიყვანეს და გუშინ გარდაიცვალა.

"დღეს, გარდაიცვალა ორი პაციენტი, 73 წლის მამაკაცი და 70 წლის ქალი. პაციენტებს კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები ქონდათ. მათი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, დაავადების მძიმე მიმდინარეიბის გამო, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,"-განაცხადა მაღლაფერიძემ.


ნანახია: 200-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი