Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის მერიის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს

თარიღი : 20-10-2020, 07:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მერიის თანამშრომლების დიდი ნაწილი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. აღნიშნულის მიზეზი მერიაში დასაქმებული ერთ-ერთი პირისათვის კორონავირუსის დადასტურება გახდა. ამავე მიზეზით მერიაში შეიზღუდა მოქალაქეთა მიღებაც. ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის კონტაქტებს ადგენენ.

“მერიის თანამშრომლების ნაწილი დისტანციურად მუშაობს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მუნიციპალიტეტში შევძლოთ კოვიდ ინფექციის გავრცელების შეჩერება. ამ დროისთვის მერიაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის სანიტარული დამუშავება,”- აცხადებს ჩუბინიძე.

არსებული ინფორმაციით, ტყიბულში კორონავირუსით 56 პირია ინფიცირებული, ხოლო 300-ზე მეტი ადამიანი თვითიზოლაციაშია.


ნანახია: 168-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამავე განცხადების მიხედვით, ერთადერთი ადამიანი მერიაში, რომელიც სახელფასო დანამატს არ იღებს, ქალაქის მერია.
ამ დროისთვის ქალაქის მერიაში დასაქმებული 278 ადამიანი რჩება.

ამინდი