Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მომავალი კვირიდან იმერეთში კოვიდსასტუმროების რაოდენობა გაიზრდება

თარიღი : 17-10-2020, 19:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთის რეგიონში ინფიცირების 232 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 190-მდე შემთხვევა ქუთაისზე მოდის. ახალი ინფიცირებულები უკვე კოვიდდადებითი პირების კონტაქტებს წარმოადგენენ. არის ახალი შემთხვევებიც, რომელთა ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევები იმატებს მუნიციპალიტეტებშიც. მისივდ თქმით, ამ ეტაპზე რეგიონში შეზღუდვების ამოქმედების საკითხი არ განიხილება. ზვიად შალამბერიძე ამბობს იმასაც, რომ კოვიდკლინიკებში საწოლფონდის დეფიციტი არ არის, რაც შეეხება კოვიდსასტუმროებს, მომავალი კვირიდან იმერეთში მათი რაოდენობა გაიზრდება.


ნანახია: 282-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი