Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში, სამიზნე თეფშებზე სროლაში შეჯიბრი გაიმართება

თარიღი : 17-10-2020, 17:04 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
18 ოქტომბერს, ზესტაფონში, სამიზნე თეფშებზე სროლაში "ზესტაფონის თასი 2020" ჩატარდება.

შეჯიბრს ორგანიზებას უწევს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს სპორტინგის ფედერაციისა და ზაზა კაკუბავას ტექნიკური მხარდაჭერით.

შეჯიბრის გენერალური სპონსორია "შპს მეღვინეობა კახაბერი".

შეჯიბრი 2020 წლის 18 ოქტომბერს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, აჯამეთის ტერიტორიაზე ჩატარდება. ტურნირში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და 50 კაცს, ხოლო
მონაწილეობის საფასური 20 ლარს შეადგენს.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

შეჯიბრის მიზანს სპორტის აღნიშნული სახეობის განვითარება, ხელშეწყობა და მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარიზაცია, მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე,
ახალგაზრდებისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩვენება და მათში ტალანტების მოძიება წარმოადგენს.

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინდივდულურ მსროლელებს.

შეჯიბრის პროგრამა:

1. შეჯიბრის ჩატარების დრო: 2020 წლის 18 ოქტომბერი;

2. მონაწილეთა რეგისტრაცია 18.10.2020, 09:00 დან 09:30 მდე;

3. მონაწილეთა რიგითობის და შეჯიბრის პროგრამების კენჭისყრა 9:30 დან 9:45 მდე;

4. ტურნირის გახსნის და მისალმების საზეიმო სიტყვა, 9:45 დან 8:55 მდე;

5. ტურნირის საკვალიფიკაციო სერიების დაწყება 18.10.2020 წ 10:00 სთ- ზე;

6.ორი სერიის სროლის შედეგების ჯამის მიხედვით საფინალო ექვსეულის გამოვლენა 16:30 დან 16:45 მდე;

7. საფინალო სერია: საუკეთესო ექვსეულიდან გამარჯვებულის გამოსავლენად 17:00 დან 17:45 მდე;

9. პრიზიორების, აგრეთვე დასაჯილდოვებელი ნომინანტების დაჯილდოვება 18:00 საათიდან.

შეჯიბრის წესები:

შეჯიბრი შედგება 2 საკვალიფიკაციო (კომპაკ სორტინგი 25 და ამერიკული ტრაპი 25 სამიზნე თეფში) და ერთი ფინალური ( კომპაკ სპორტინგი 25 სამიზნე თეფში) სერიისგან.

კომპაკ სპორტინგის მოედანზე: საკვალიფიკაციო სერია მოიცავს 25 სამიზნე თეფშს რომელთაგანაც 5 სამიზნე თეფში იქნება ერთეული (ერთეულ სამიზნე თეფშზე მონაწილეს შეუძლია მოახდინოს 2 გასროლა) და 20 სამიზნე თეფში იქნება სასიგნალო დუპლეტი - (მეორე სამიზნე გამოფრინდება პირველზე გასროლის შემდეგ).

სამიზნე გატეხილად ითვლება თუ მას მოტყდა თუნდაც თვალით შესამჩნევი ნაწილი.

სასიგნალო დუპლეტის დროს - წყვილ სამიზნე თეფშზე სროლისას, თუ პირველი გასროლის შემდეგ გამოვიდა გატეხილი თეფში, ინიშნება იგივეს გადასროლა ორივე გასროლით, და პირველი სროლის შედეგი რჩება უცვლელი, მიუხედავად იმისა რა შედეგი ჰქონდა მონაწილეს გადასროლის დროს.

სინქრონული დუპლეტის დროს - წყვილ სამიზნე თეფშზე სროლისას, თუ ერთერთი გამოვიდა გატეხილი თეფში, ინიშნება გადასროლა, წინა ნასროლი შედეგი ანულირდება.

აკრძალულია სხვის თეფშებზე თოფის დამიზნება.

მსაჯის მიერ თეფშის მიერ გატეხილად გამოცხადების შემდეგ გატეხილ სამიზნე თეფშზე გასროლა ჩაითვლება აცილებად.

მსროლელის მიერ თეფშის არ მიღება ჩაითვლება აცილებად, ტრაექტორიის მიუხედავად. ტრაექტორიის სისწორეს წყვიტავს მსაჯი.

წყვილ სამიზნე თეფშზე სროლისას თუ მონაწილე ორივე ვაზნას ესვრის ერთ სამიზნეს ჩაეთვლება ორივე აცილება.

სასიგნალო დუპლეტისას - ერთი გასროლით ორივე თეფშის გატეხვისას, პირველ თეფშზე შედეგი ითვლება, ინიშნება გადასროლა.

სინქრონული დუპლეტისას - ერთი გასროლით ორივე თეფშის გატეხვისას, შედეგი ანულირდება, ინიშნება გადასროლა.

თოფის დამცველზე ყოფნის გამო თუ არ მოხდა სამიზნეზე გასროლა პირველივე შემთხვევაზე: ერთეული სამიზნე ჩაითვლება აცილებად, წყვილ სამიზნეზე სასიგნალო დუპლეტისას – პირველი თეფში ჩაითვლება აცილებად და ინიშნება გადასროლა, ხოლო სინქრინული დუპლეტის შემთხვევაში – ჩაითვლება ორივე თეფში აცილებულად.

თითოეულ სერიაში:

თოფის გაუმართაობის გამო არგასროლა - პირველი შემთხვევა იქნება გაფრთხილება, მეორე განმეორების შემთხვევაში – აცილება.

ორმაგი გასროლის შემთხვევაში პირველი შემთხვევისას ინიშნება გადასროლა, ხოლო შემდგომ - ერთეული სამიზნე ჩაითვლება აცილებულად, წყვილ სამიზნეზე სასიგნალო და სინქრონული დუპლეტისას – პირველი თეფში ჩაითვლება ფატობრივი შედეგის მიხედვით, მეორე თეფშზე რომელსაც არ ესროლეს აცილებულად.

ამერიკული ტრაპის მოედანზე:
სერია მოიცავს 25 ერთეულ სამიზნე თეფშს, თითოეულ თეფშზე მონაწილემ უნდა მოახდინოს თითო გასროლა.

ორი საკვალიფიკაციო სერიის შედეგების შეჯამებით გამოვლინდება საფინალო ექვსეული.
ფინალში გადასულ ექვსეულის შედეგები განულდება და დაინიშნება ექვსეულის საფინალო სერია კომპაკ სპორტინგში 25 სამიზნე თეფშით (5 ერთეული და 20 სინქრინული დუპლეტი). გამარჯვებული გამოვლინდება ფინალში გატეხილი სამიზნეების რაოდენობის მიხედვით.

ფინალში ერთნაირი შედეგების შემთხვევაში დაინიშნება გადასროლა ბოლო სერიის პროგრამით პირველ აცილებამდე.

დამატებითი პირობები
თოფის მაქსიმალური ყალიბრი შეზღუდულია და არის 12, იმ შემთხვევაში თუ მონაწილეს აქვს განსხვავებული ყალიბრის თოფი ვალდებულია თან იქონიოს საჭირო რაოდენობის ვაზნა, #9 დან #7 მდე, საფანტის წონა არ უნდა აღემატებოდეს 24 გრამს.
ნახევრადავტომატური თოფის მფლობელებმა გთხოვთ გულდასმით გაითვალისწინოთ თქვენი თოფების ტექნიკური მახასიათებლები და ვაზნების წონა.

შეჯიბრი კომპაკ სპრორტინგში ჩატარდება საერთაშორისო სპორტინგის ფედერაციის -FITASC - ის COMPAK SPORTING -ის წესებით, ხოლო ამერიკულ ტრაპში სამოყვარულო სროლის ასოციაცია ATA - ს წესებით.

საკონტაქტო პირები:
591141000 ბესო
599582221 დათო


ნანახია: 147-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ცნობილია, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები 50%-იანი ბარიერის პირობებში ტარდება და მეორე ტური მაშინ ინიშნება, თუკი
როდის იწყებს მუშაობას ახალი მოწვევის საკრებულო ან ახალარჩეული გამგებელი თუ მერი? რა ვადაში ინიშნება არჩენების მეორე ტური?
შეჯიბრი მეორე წელია რაც ქუთაისში ტარდება. მიმდინარე წელს მასში 6-0მდე მრბოლელი მონაწილეობს.
სუპერლიგის ფინალური სერიის პირველი მატჩი 'ქუთაისი 2010'-ის გამარჯვებით დასრულდა.

ამინდი