Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი მაჟორიტარობისათვის იბრძოლებს

თარიღი : 16-10-2020, 12:20 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა მამუკა ტუსკაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ლიდერების ოცეულის პრეზენტაცია გამართა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც დღეს საზოგადოების წინაშე წარდგნენ, არა მარტო კონკრეტული უნარებით და საკითხის სიღრმისეული ცოდნით, არამედ პიროვნული თვისებებითაც გამოირჩევიან.

“დღეს ჩვენ წარვადგინეთ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერების ოცეული, რომლებმაც საზოგადოებას საკუთარი ხედვები და მიზნები გააცნეს. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც დღეს თქვენ წინაშე სიტყვით გამოვიდა, პროფესიონალიზმით და ადამიანური ღირსებებით გამოირჩევა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი კანდიდატებით ჩვენ, მინიმუმ, სამ მანდატს მაინც ავიღებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პარტიულ სიაში გაწევრიანებულები არიან მეცნიერებიც და არცერთი კანონპროექტი, რომელიც მომზადდება ჩვენი მხრიდან, არ იქნება შეტანილი პარლამენტში ამ მეცნიერების დასკვნების გარეშე. მეტიც, ისინი უშუალოდ იქნებიან ჩართულნი მომზადების პროცესში. როგორც იცით, ჩვენ არ გვყავს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ვმონაწილეობთ მხოლოდ პროპორციული სიით და ამ სიაში არიან რეგიონების წარმომადგენლები, რომლებიც აუცილებლად იმუშავებენ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ რეგიონს აწუხებს,”-აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

მისივე განმარტებით, პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, სამ რეგიონში გამონაკლისი მაინც დაუშვეს და ეს ინტერესის გამო გააკეთეს.

“გვყავს აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მალხაზ ხაბაზი, ერთიც მერობის კანდიდატი ქუთაისში, ძალიან ღირსეული ქალბატონი - ირმა პეტრიაშვილი და თელავის საკრებულოსთვის დავასახელეთ კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი - ბიძინა ზუროშვილი. ეს იყო თავისებური ტესტი. პირველად ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ის შედეგი, რომელსაც, დიდი ალბათობით, მივიღებთ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება 5 რეგიონში, კანდიდატი დავაყენეთ მხოლოდ ერთში. საინტერესოა, რა შედეგი დაიდება აჭარაში და რას მივიღებთ კახეთში. ნელ-ნელა გავალთ რეგიონებში, შევხდებით მოსახლეობას, მოვისმენთ მათ საჭიროებებს და გავაცნობთ ჩვენს საარჩევნო პროგრამასაც. დარწმუნებული ვარ, ასეთი ძლიერი გუნდით სასურველ შედეგს აუცილებლად მივიღებთ,”- მამუკა ტუსკაძემ.


ნანახია: 333-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'გურიაში ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატები წარვადგინეთ'
სიის მე-5, მე-9 და მე-19 წევრები იმერეთში მცხოვრები ყოფილი ხელისუფლების ლიდერები იქნებიან.
ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, შესაძლოა ყოფილი სახელისუფლებო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს.
„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და
'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' 'კახიანოურის' ოლქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელეონორა არჩაია

ამინდი