Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

104 ახალი შემთხვევა და ერთი გარდაცვლილი-მდგომარეობა იმერეთში

თარიღი : 15-10-2020, 12:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბოლო 24 საათში იმერეთში კოვიდ 19-ის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 68 შემთხვევა ქუთაისს უკავშირდება. ახალი ინფიცირებულების უმრავლესობა უკვე ინფიცირებული პირების კონტაქტებს წარმოადგენენ.

ამ დროისთვის კორონავირუსის შემთხვევა იმერეთში 18-მდე სკოლაშია დაფიქსირებული. აღნიშნული სკოლების მოსწავლეების უმრავლესობა ონლაინ სწავლების რეჟიმზე იმყოფებიან.

გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი თერჯოლის კოვიდცენტრში მკურნალობდა.

კოვიდცენტრის ხელმძღვანელის დავით სარიშვილის თქმით, 83 წლის ქალი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტი თერჯოლის მკვიდრია.

რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, იმერეთში არსებულ კოვიდ კლინიკებში 530 ადამიანი მკურნალობს, 200-მდე უსიმპტომო ინფიცირებული კოვიდსასტუმროებშია მოთავსებული, ხოლო 2800 - მდე ადამიანია თვითიზოლაციაში იმყოფება.


ნანახია: 199-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი