Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის სოფელ ლეღვანში 82 წლის ქალი დაინფიცირდა

თარიღი : 15-10-2020, 11:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულში, სოფელ ლეღვანში მცხოვრებ 82 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეს ხარაგაულში ამ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევაა.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, 82 წლის ინფიცირებულს კორონავირუსი რძლისა და შვილიშვილებისგან გადაედო. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ათი პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ინფიცირებული მკურნალობის კურსს ოჯახში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იტარებს. მის შემთხვევაში ვირუსი მსუბუქი ფორმითაა.


ნანახია: 184-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი