Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს ვირუსი დაუდგინდა

თარიღი : 14-10-2020, 16:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნები”-დან და ავტოქარხნის მაჟორიტარს კორონავირუსი დაუფიქსირდა.

მერაბ კვიცარიძეს ცხელების სიმპტომები, კერძოდ ტემპერატურა გუშინ დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ლაბორატორიული კვლევა ჩაიტარა, კვლევის შედეგით კი ვირუსი დაუდასტურდა.

კვიცარიძე ამ ეტაპზე კოვიდსასტუმროში იმყოფება, სადაც მკურნალობის კურსს გადის.

ქუთაისის საკრებულოში კი აცხადებენ, რომ საკრებულოში ინფიცირებულ დეპუტატს კონტაქტები არ აქვს. როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, ის სამსახურში სამი დღის წინ იმყოფებოდა, თუმცა კოლეგებთან კონტაქტი არ ჰქონია.

ცნობისთვის, იმერეთის რეგიონში კორონავირუსის უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა. რეგიონში კოვიდ 19 გასული 24 საათის განმავლობაში 150 ადამიანს დაუდგინდა.


ნანახია: 650-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი