Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გააკეთა ხარაგაულის მერიამ ჩხერიმელას ხეობის სოფლებისათვის?

თარიღი : 14-10-2020, 13:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულიდან ჩხერიმელას ხეობისკენ მიმავალს პირველი საღანძილის ადმინისტრაციული ერთეული გხვდება სოფლებით, რომლებიც უდიდეს ისტორიას ინახავენ.

საღანძილის თემი ექვს სოფელს აერთიანებს: საღანძილე, ზარანი, ჯაფაროული, ჩხერი, ვანი და სხლითი.

საკრებულოს ცენტრი სოფელი საღანძილეა, რომლიდანაც ხარაგაულამდე მანძილი 3 კილომეტრია. ეს ის სოფელია რომლის ტოპონიმი, მასში გავრცელებულ მცენარეს ღანძილს უკავშირდება.

არც ისე ბევრი ციხეა საქართველოში, რომელსაც სოფელ ჩხერში არსებულ, იმავე სახელწოდების, ჩხერის ციხეზე მდიდარი ისტორია ჰქონდეს. ჩხერის ციხეში ვახტანგ VI-ს დედოფალ რუსუდანზე უქორწინია. სოლომონ პირველს კი აქ გაუმართავს მოლაპარაკება რუსეთის ელჩთან. ასევე ისტორიაში ცნობილი 1774 წლის ჩხერის ბრძოლაც ამ ციხეში გაიმართა, მაშინ ოსმალთა ჯარმა სასტიკი მარცხი განიცადა.

ადმინისტრაციული ერთეულის ოთხი სოფელი- ზარანი, ჯაფაროული, ვანი და სხლითი კი უძველესი ციხის ნანგრევებით, ეკლესიებით ასწლოვანი ფლორითა და მრავალფეროვანი ხედებით გამოირჩევა.

მაშ ასე, გავიგოთ რა გაკეთდა ხარაგაულთან ყველაზე ახლოს მდებარე ადმინისტრაციულ ერთეულში.

სოფელ საღანძილეში სრულდება ბაღის მშენებლობა;

სოფელ ზარანში მიმდინარეობს ცენტრალური გზის მობეტონება;

ცენტრალური გზის ნაწილი გაკეთდა სოფელ საღანძილეში;

მობეტონდა ხარაგაული-ჩხერის დამაკავშირებელი გზა;

ამჟამად მიმდინარეობს ჩხერის ცენტრალური გზის საფარის მობეტონება ლაფრანის ხიდიდან;

ასვევე, ცენტრალური გზის მობეტონება დასრულდა სოფელ ვანში;

სოფელ სხლითში აშენდა წისქვილის ახალი შენობა;

მიმდინარეობს სხლითის გზის მობეტონება, რომელიც გარდამავალი პროექტია და მომავალ წელს დასრულდება.

მესხების უბანში, სოფელ საღანძილეში, სოფლის პროგრამით მოეწყო ბეტონის საფარი 90 მეტრზე;

გარეგანათება გაკეთდა სოფელ ზარანში;

სოფელ ჯაფაროულში მიმდინარეობს ცენტრალური გზის ბეტონის საფარით მოწყობა;

ასევე, სოფელ ჯაფაროულში მოეწყო გარეგანათება;

სოფელ ჩხერში, მეწყერულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საყრდენი კედლის მშენებლობა;

მიმდინარეობს ვანი-ღუდუმექედის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია;

მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა სოფელ ზარანში;

ჯაფაროულში, მაისურაძეების უბანში მოეწყო სანიაღვრე არხი;

სოფელ სხლითში გაკეთდა ხიდ-ბოგირი;

დასრულდა ორი ხიდ-ბოგირის მშენებლობა ვანში;

სოფელ ზარანში, მელისკარის უბანში, მოეწყო ბეტონის გზის საფარი;

საღანძილის სკოლაში მოეწყო სველი წერტილები;

ჯაფაროულის სასაფლაოზე გადაიხურა თავშესაფრის ადგილი;

სოფელ საღანძილეში, კიკნაძეების უბანში, მობეტონდა ამორტიზებული მონაკვეთი;

ორი წისქვილის შენობა აშენდა სოფელ ვანში;

პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა ერთი ბენეფიციარი, რომელმაც კენკროვანი კულტურის მოშენებას მიჰყო ხელი.

ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის რაოდენობა 2 000 ადამიანს აღემატება.


ნანახია: 189-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი