Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის თეატრმა სეზონი ‘ობლებით’ ღია სივრცეში გახსნა

თარიღი : 10-10-2020, 15:54 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრმა სეზონი პრემიერით გახსნა. თეატრალური წარმოდგენა არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ღია სივრცეში გაიმართა.

მსახიობებმა მარტინ მაკდონახის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი "ობლები" წარმოადგინეს, რომელიც მოწვეულმა რეჟისორმა, ვახტანგ ნიკოლავამ დადგა.

ექსცენტრიულ კომედიის მოქმედი პირები შემდეგი მსახიობები იყვნენ:

თემურ კიკნაველიძე
გიორგი გლოველი
ზურაბ აბესაძე
ნინიკო აბესაძე

საპრემირო ჩვენებას განსხვავებულ სივრცესა და გარემოში უამრავი ადამიანი ესწრებოდა.

"ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ზესტაფონის თეატრალური დასის რესურსი, სამსახიობო ოსტატობა და პროფესიონალიზმი ძალიან მაღლა დგას. მათ შეუძლიათ ნებისმიერ სირთულეს გაართვან თავი. სცენის შემდეგ ღია სივრცეში-ეს სინთეზი კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა,”- ეს იყო სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებელთა მთავარი გზავნილი.


ნანახია: 135-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა დღეს, სპექტაკლით ბამბაზიის სამოთხე სეზონი გახსნა .
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრმა 130-ე თეატრალური სეზონი გახსნა.
'თეატრალური იმერეთი 2016' ორი კვირა გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მაყურებელი სხვადასხვა თეატრის დასის მიერ წარმოდგენილ 18
თეატრალური იმერეთი 2016"-ის ფარგლებში წელს თეატრებმა 18 სპექტაკლი წარმოადგინეს.

ამინდი