Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ივანიშვილის მავნებელმა ხელისუფლებამ დააჯარიმა ქუთაისში ორი სავაჭრო ცენტრი და ასევე, დაიკეტა მესამე სავაჭრო ცენტრი“

თარიღი : 10-10-2020, 09:16 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ევროპული საქართველო”-ს  ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე და პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი ამირენ ძოწენიძე ხელისუფლების მიერ სავაჭრო ცენტრებზე ჯარიმების გამოწერას ეხმიანებიან.

კახიძის თქმით, ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სავაჭრო ცენტრები გააფრთხილოს, ამის ნაცვლად მათ დრაკონულ ჯარიმებს უწერს და ამით კიდევ მეტ სამუშაო ადგილს აკარგვინებს ადამიანებს.

ამირან ძოწენიძემ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ანტიადამიანურ და მავნებლურ პოლიტიკას აუცილებლად დაესმევა წერტილი.

„ივანიშვილის მავნებელმა ხელისუფლებამ დააჯარიმა ქუთაისში ორი სავაჭრო ცენტრი და ასევე, დაიკეტა მესამე სავაჭრო ცენტრი ქარვასლა. ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქუთაისის ეკონომიკა, რომელიც ტურიზმის სექტორის გაჩერების გამო არის ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ, ადამიანებმა დაკარგეს სამსახურები და პრაქტიკულად ქალაქში თუ რაიმე მუშაობს, ეს არის ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები,  სადაც ადამიანები არიან დასაქმებული და თავის ოჯახებს არჩენენ, ხელისუფლების რაღაც უაზრო რეგულაციებით და დრაკონული ჯარიმებით, არიან დახურულები და უმძიმეს მდგომარეობაში.

ხელისუფლებას შეეძლო გამოეყენებინა რეკომენდაციის ფორმა, გაფრთხილების ფორმა, მაგრამ მათ 10 000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ სავაჭრო ცენტრებს.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყონებლივ გააუქმოს ეს ჯარიმები და ადამიანების სამუშაო ადგილებს გაუფრთხილდნენ, აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ ასე მოქმედი ხელისუფლება არ შეიძლება, რომ დავტოვოთ კვლავ ძალაუფლებაში და 31 ოქტომბერს ჩვენ უნდა გამოვუტანოთ პოლიტიკური განაჩენი ივანიშვილის მავნებელ მთავრობას,”-განაცხადა ოთარ კახიძემ.

„საქმე ის არის, რომ ქუთაისში სწორედ ეს რამდენიმე სავაჭრო ცენტრი უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს. ამ სიტუაციაში, როდესაც ისედაც ბევრი სამუშაო ადგილია დაკარგული, ამ გადაწყვეტილების მიღება არის ძალიან, ძალიან მავნებლური და ანტიადამიანური სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

მინდა ვუთხრა ქუთაისის მოქალაქეებს, 31 ოქტომბერს ამ ყველაფერს ერთად უნდა დავუსვათ წერტილი,”-განაცხადა ამირან ძოწენიძემ.


ნანახია: 136-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სავაჭრო ცენტრის გახსნას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი დაესწრნენ.

ამინდი