ნინო ბურჯანაძე: შეიძლება მჭადი ვერ გამოგივიდეთ სახლში ისეთი, როგორც გინდათ
თარიღი : 7-10-2020, 22:43 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ზესტაფონში, შორაპნის ციხესთან ადგილობრივებს შეხვდა.
ბურჯანაძის თქმით, მისი ცოდნა და გამოცდილება აძლევს იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მოაგვაროს. როგორც მან აღნიშნა, ამისათვის მხოლოდ საზოგადოების მანდატი სჭირდება.
ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მსგავსად, რუსეთისათვის თავის დახრას არ აპირებს და შეუძლია როგორც რუსეთის ბაზრის გახსნა, ისე პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ოკუპაციის პრობლემის მოგვარება.
“ადამიანი ისეთს არ უნდა დაგპირდეთ, რომელსაც ვერ შეასრულებს. მე არ გეტყვით, რომ ხუთ მილიონს მოგიტანთ, არ მოგატყუებთ, თუმცა ბიძინამ გითხრათ და დაუჯერეთ. სხვა არის, როდესაც ცდილობ, მაგრამ შეიძლება არ გამოვიდეს. შეიძლება მჭადი ვერ გამოგივიდეთ სახლში ისეთი, როგორც გინდათ. მე მაქვს იმის ცოდნა და გამოცდილება, რომ გაიაფდეს პირველადი მოხმარების სასურსათო კალათა, შემცირდეს კომუნალური გადასახადები, გაიხსნას რუსეთის ბაზარი და აღდგეს ორმხრივი უვიზო მიმოსვლა,”-განაცხადა ბურჯანაძემ.