Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში კორონავირუსის 96 შემთხვევა გამოვლინდა

თარიღი : 1-10-2020, 11:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კლინიკებში არსებული მდგომარეობა კი ასეთია:

ქუთაისში, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრს ბოლო 24 საათში 16 პაციენტი დაემატა.

პაციენტების ნაწილი გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის მკვიდრია, ხოლო დიდი ნაწილი კლინიკაში იმერეთის რეგიონიდან შეიყვანეს.

პაციენტებს შორის არიან როგორც ოჯახები, ისე ორსულები და და ბავშვები.

ამ დროისათვის კოვიდცენტრში 85 პაციენტი იმყოფება. მედიკოსების განცხადებით, დღის განმავლობაში კლინიკას რამდენიმე გამოჯანმრთელებული დატოვებს.

ამ დრომდე კი ბომონდის კოვიდცენტრში ვირუსი 50-მა პაციენტმა დაამარცხა.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 4 კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა.
ოთხივე მათგანი ქუთაისიდანაა. ორი მოზრდილი, ხოლო ორი ბავშვია.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

" ამ დროისთვის კლინიკაში გვყავს 57 პაციენტი,აქედან 17 ბავშვი 40 მოზრდილი. ველოდებით განმეორებით პასუხებს, თუ უარყოფითი მოვიდა, რამდენინე მათგანი კლინიკას დატოვებს. მძიმეა ოთხი პაციენტი, მათგან ორი კრიტიკულად მძიმეა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.


ნანახია: 221-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი