Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘კლინიკა ბომონდი’-ს კოვიდცენტრში 50-მდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა

თარიღი : 1-10-2020, 09:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი 50- მდე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

აღნიშნული პაციენტები კლინიკაში დადასტურებული კოვიდ 19-ით შემოვიდნენ. მათ აღენიშნებოდათ პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ვირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა გართულება.

გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის არიან როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები, ორსულები და მელოგინეები.

“ამ დროისათვის კოვიდ ცენტრში 82 პაციენტი რჩება. თითოეულ მათგანს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მედიკოსები უახლოეს დღეებში ემზადებიან გამოჯანმრთელებული პაციენტების ახალი ნაკადის გასაწერად,”- ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.


ნანახია: 162-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი