Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პური შესაძლოა, 5-10 თეთრით გაძვირდეს - როდიდან არის ფასის ცვლილება მოსალოდნელი

თარიღი : 30-09-2020, 13:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ამ დროისთვის ქვეყანაში პურის ფასი არ გაზრდილა, თუმცა თუ სიტუაცია არ შეიცვალა შესაძლოა, ორ თვეში ან თვენახევარში პური გაძვირდეს“. ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, პურის ფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ძირითადად ლარის კურსის ცვლილებამ განაპირობა და პურის ფასის შენარჩუნებას მწარმოებლები გაზრდილი დანახარჯების პირობებში მოგების შემცირების ხარჯზე ახერხებენ.

„ლარის გაუფასურების გამო პროდუქტებზე ფასები შეიცვალა. 1 ტომარა ფქვილი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე 2 ლარით გაძვირდა. ამასთან, პანდემიის გამო საწარმოებში ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, პური იყიდება შეფუთული ფორმით და შესაფუთი მასალის ღირებულება ერთ პურზე 10 თეთრია, ეს ყველაფერი საწარმოებზეც მოქმედებს. ფასის შენარჩუნება ხდება მოგების შემცირების ხარჯზე. პურპროდუქტების სფეროში უკვე ძალიან ბევრი კომპანია გაჩერდა, მაგრამ ბევრიც მუშაობს.

პურზე წამდაუწუმ ფასების შეცვლა არასერიოზულია. თუმცა, გეტყვით იმასაც, რომ წარმოებებში ეს საკითხიც განიხილება, ალბათ 5 ან 10 თეთრით შეიძლება შეცვალონ ფასი. თუმცა, კონკრეტულად ვერ გეტყვით როდიდან, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, დაძაბული სიტუაცია, მეზობელ ქვეყნებში ომი დაიწყო. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პურის მწარმოებლები ფასის შეუცვლელად შემცირებული მოგებით და გაძვირებული ფასების პირობებში საქმიანობის გაგრძელებას, დაახლოებით, 2 თვე ან თვენახევარი შევძლებთ,“- განაცხადა დოლიძემ.

bpn.ge


ნანახია: 159-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამასთან, მოსალოდნელია, რომ წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას ფქვილის გაძვირებაც მოჰყვება.
ხორბლის ჭარბი მოსავლის ფონზე, ექსპერტები მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების კიდევ უფრო დაცემას პროგნოზირებენ.
საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება და ლარის კურსი თუ იმავე დონეზე დარჩა.
იმპორტიორების განმარტებით, აქციზის ფაზის ზრდის ფონზე მათ მოახერხეს და თამბაქოს საფასური ნაწილობრივ გაზარდეს, თუმცა მიმდინარე წელს

ამინდი