Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერის საავადმყოფოში კორონავირუსით 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა

თარიღი : 29-09-2020, 13:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი მკურნალობის კურსს საჩხერის საავადმყოფოში გადიოდა.

70- წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში ქუთაისის კლინიკიდან დადასტურებული კოვიდ 19-ით 26 სექტემბერს შეიყვანეს. მამაკაცს პნევმონიასთან ერთად, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჯამში კლინიკაში მკურნალობის კურსს 80-მდე პაციენტი გადის. უახლოეს დღეებში მედიკოსები გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ელოდებიან.

“პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,”-ამბობს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე.


ნანახია: 198-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი