Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ნაციონალური მოძრაობა’ ოპოზიციურ პარტიებთან დებატებს წყვეტს

თარიღი : 28-09-2020, 20:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება" არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს,”-ინფორმაციას ამის შესახებ პარტიაში ავრცელებენ.

"ოპოზიციურ პარტიებს შორის დისკუსია და ერთმანეთისთვის ტალახის სროლა, ზოგადად წინასაარჩევნო კამპანიას აზიანებს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ არ არის სასიამოვნო იმ პოლემიკაში შესვლა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩვენი ინიციატივით არ დაწყებულა. ჩვენ მუდმივად მოპასუხის როლში ვიყავით. ბუნებრივია ყველა ხვდება როგორი ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგევართ - ან ქვეყანა დაიღუპება, ან გადავარჩენთ და ყველანი ერთად ჩავებმებით იმ ფერხულში, რომელსაც ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა ჰქვია. ასეთ დროს ოპოზიციას შორის ერთმანეთისთვის ტალახის სროლა დამაზიანებელია მთელი კამპანიისთვის.

არ მივიჩნევთ, რომ ოპოზიციური პარტიები ჩვენი კონკურენტები არიან. ისინი ჩვენი მომავალი მოკავშირეები არიან. კონკურენტი მხოლოდ მმართველი პარტიაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან წყვეტს ოპოზიციურ პარტიებთან დიაკუსიაში მონაწილეობას. ეს საერთო მიზნისთვის დამაზიანებელია,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 150-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრის მიზანს იმის გარკვევა წარმოადგენდა, აძლევს თუ არა მერია ოპოზიციურ პარტიას 1-ელ
აქციაზე მხარი დაუჭირეს ოზურგეთის საკრებულოს წევრ ბესო ქათამაძეს, რომელიც 'ქართული ოცნების' წევრებმა რამდენიმე დღის წინ სცემეს.
ამის შესახებ მოძრაობის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა გია თევდორაძემ Topnews.com.ge-თან საუბრისას განაცხადა.
100 მანდატიდან - 81% კაცია, ქალებმა - 19 მანდატი მიიღეს.

ამინდი