Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ონსა და ამბროლაურში მცხოვრებ მრავალშვილიან და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს ქათმებს დაურიგებენ

თარიღი : 28-09-2020, 18:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მრავალშვილიან, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს და მარტოხელა დედებს ფრინველებს გადასცემენ.

საუბარია 152 ოჯახზე, რომელთაც
მინიმუმ 2 თვის ასაკის 3040 ფრთა ქათამი (ქათმის ჯიში - ხარკო და ჰუბარდი), თითო ოჯახზე 20 ფრთა გადაეცემათ.

“ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCRG) მიერ ფრინველის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში შემფასებელმა კომისიამ გამარჯვებულად გამოავლინა შპს „ძევერა 2018“.

შპს „ძევერა 2018“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ბენეფიციარებზე ფრინველის დარიგებას დაიწყებს 2020 წლის 27 სექტემბრიდან და პროცესი 2020 წლის ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ქათმები პროექტის 152 ბენეფიციარს, ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს და მარტოხელა დედებს, გადაეცემათ. ოჯახები ასევე მიიღებენ
თანდართულ ვეტერინარულ ცნობას, რაც დაადასტურებს, რომ ფრინველი დამუშავებულია ვაქცინაციის სრული პაკეტით (მარეკი, ვექტორული ვაქცინა, ნიუკასლი (ჭირი));

2 თვის სამყოფ კომბინირებულ საკვებს;

აკლიმატიზაციის გავლისთვის აუცილებელი ვეტ პრეპარატების ნაკრებს;

ფრინველის მოვლა-პატრონობის შესახებ ინფორმაციას წერილობითი ფორმით,”-ნათქვამია განცხადებაში.

პროექტი “კორონავისურისთ გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება“ ხორციელდება რაჭაში (ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში) ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCRG) მიერ სლოვაკურ ორგანიზაცია „Sosna”-სთან თანამშრომლობით, სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის (Slovak Aid) ფინანსური მხარდაჭერით.


ნანახია: 258-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღსანიშნავია რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხასთან ერთად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან

ამინდი