Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება ქუთაისის კლინიკებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ

თარიღი : 28-09-2020, 12:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. ორივე გამოჯანმრთელებული არასრულწლოვანია.

ამ დრომდე კლინიკაში კორონავირუსი 6-მა პაციენტმა დაამარცხა. აქედან სამი ბავშვი, ერთი ორსული და ორი ზრდასრული პაციენტია.

კოვიდკლინიკაში დადასტურებული კოვიდ 19-ით მკურნალობის კურსს 95 პაციენტი აგრძელებს. უახლოეს დღეებში მედიკოსები კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი დაემატა ქუთაისის ინფექციურ კლინიკას, ხოლო 4 გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 48 კოვიდდადებითი გადის მკურნალობას, მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა.

"შვიდი დადასტურებული პაციენტი მივიღეთ გამთენიისას, მათგან 6 სამეგრელოდანაა ერთი იმერეთის კლასტერია. ამ ეტაპზე, კლინიკაში გვყავს 48 პაციენტი, 16 ბავშვი და 32 მოზრდილი. მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძინეა",-განაცხადა მაღლაფერიძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან 101 პაციენტი განიკურნა.


ნანახია: 234-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი