Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს

თარიღი : 27-09-2020, 17:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“27 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან, ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, სამწუხაროდ აფხაზეთთან ერთად ჩვენი სამაჩაბლოც, რუსული ოკუპაციის ქვეშ არის. ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა შეიარაღებული შეტაკებების დროს და ძალიან ბევრი ქართველი გმირი დაეცა სოხუმის დაცვისას. მათი ხსოვნა ყოველთვის იქნება ჩვენი საქართველოს ისტორიაში და ყოველთვის მივაგებთ მათ პატივს,“-ეს განცხადება სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გააკეთა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალთან ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ პარაკლისი გადაიხადა.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.


ნანახია: 127-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ 21 წლის წინ დაღუპულ გმირთა მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და
დაღუპულთა მემორიალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ა
"ქართული ოცნების" ლიდერებმა ქუთაისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.კოალიციის ლიდერები გმირთა მემორიალთან ადგილობრივი

ამინდი