Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘პროექტის ავტორები და არქიტექტორები ‘ვაკიდან’ ცდილობენ გელათის აშენებას,’-რამ გამოიწვია სამონასტრო კომპლექსის ხარვეზებით გადახურვა?

თარიღი : 27-09-2020, 12:03 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი იოსებ კენჭაძე, რომელიც მაჟოროტარის მანდატისთვის “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების” პარტიიდან იბრძვის, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებას ეხმიანება.

ამ დროისთვის სამონასტრო კომპლექსის მთავარ, ღვთისმშობლის ტაძარზე დროებითი გადახურვის მოწყობა მიმდინარეობს, რადგან ახალ გადახურვაზე ხარვეზები აღმოჩნდა, რის გამოც ტაძარში წყალი ჩადის.

“ყველამ იცით ჩემი კავშირის და დამოკიდებულების ამბავი გელათთან. 2015-2017 წლებში უშუალოდ ვმონაწილეობდი მთავარი ტაძრის კედლის კონსერვაციის პროექტში და კოორდინირებას ვუწევდი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მომუშავე პერსონალს.

ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი, მაგრამ მე მინდა გითხრათ საიდან იღებს სათავეს პრობლემები. პროექტს 5 არქიტექტორი ჰყავდა და მათგან ჩემი იქ მუშაობის პერიოდში არც ერთი არ ჩამოსულა.

შემსრულებლებზე გადადიოდა არასწორი, გათვლების და დამკვეთების პასუხისმგებლობის ტვირთი.

დღეს ამ ყველაფერს დაემატა უხარისხო კრამიტი. უფრო სწორად რომ ვთქვათ, კრამიტის მაგვარი, რადგან ეს მასალა თიხა კი არა ფაიფური ყოფილა.

მინდა გითხრათ, რომ ჩემი თვალით ვუყურებდი იმ ხელოსნების, რესტავრატორების და სამუშაო ჯგუფის ყოველდღიურ გმირობას, რასაც ისინი ჩადიოდნენ ადგილზე! მეამაყება, რომ მათ ვიცნობ და საქართველოს ასეთი პროფესიონალები ყავთ რესტავრატორ/კონსერვაციის სპეციალისტების სახით.

პრობლემა კი იმაშია, რომ პროექტის ავტორები და არქიტექტორები "ვაკიდან" ცდილობენ გელათის აშენებას!

მახსოვს კედლებზე მიკრობზარებს დავსდევდით, რომ ქვაში სისველე არ ჩამდგარიყო ქვაში. მიკრობზარი ხელისგულის ნაოჭის ხელა ბზარია.

ამის პარალელურად კი პროექტში ფანჯრების გამოცვლა დავიწყებული იყო.

მიხარია, რომ ჩემი წვლილი შევიტანე და დღეს მუხის ფანჯრებს ცვილში დამუშავებულს რომ ვხედავ, ვხვდები რომ ალბათ ამიტომ მომიწია ჩვენი გელათის ტაძრის კონსერვაციის საუკუნის პროექტში მონაწილეობა.

გელათი ერთია მხოლოდ მთელს დედამიწაზე, მტერმა ვერ დაანგრია 10 საუკუნის განმავლობაში და ვიღაცის დაუდევრობის და სიჩქარის გამო ჩვენით ნუ დავანგრევთ,”-ამბობს იოსებ კენჭაძე.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დროებითი გადახურვა ტაძარში წყლის ჩასვლას შეაჩერებს. მათივე თქმით, შეკვეთილია ახალი კრამიტი, თუმცა ამ დროისათვის უცნობია სამუშაოების დაწყებისა და დასრულების თარიღები.


ნანახია: 180-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1994 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი გელათის მონასტერი 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ
სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპს მოიცავს და მასზე მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.
ამ დროისთვის უკვე დასრულებულია მუშაობა გელათის მონასტრის მართვის გეგმაზე და იგეგმება გელათის კონსერვაციის გეგმის განახლება.

ამინდი