Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ევროპული საქართველო’ ჭიათურის მერის გადადგომას ითხოვს

თარიღი : 26-09-2020, 21:28 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
“ევროპულმა საქართველომ” ჭიათურიის მერიიის წინ აქცია გამართა, სადაც მერიაში არსებული კორუფციული მდგომარეობა და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები გააპროტესტეს.

“ევროპული საქართველო”-ს საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სერგო რატიანის თქმით, დღეს ჭიათურის მერიაში არის მრავალი კორუფციული სქემა, რომელიც დაკავშირებულია ჭიათურის მერთან. რატიანმა აღნიშნა, რომ ამასთან ერთად  ხდება მოსახლეობაზე ზეწოლა და დაშინება. რატინის თქმით, ევროპული საქართველოს მოთხოვნაა, რომ გადადგეს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე.

„დღეს ჭიათურის მერიაში არის კორუფცია და ეს ქალაქი უნდა განთავისუფლდეს ამ ადამიანებისაგან. დღეს ვერ მოიგებ ტენდერს, თუ არ ხარ ან კლანის წევრი ან პარტიის შემომწირველი. 40 მილიონია დახარჯული და საბაგირო ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული, მაშინ როდესაც არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება იპარავს საერთაშორისო დონორებისაგან მიღებულ თანხას, გადასახადების გადამხდელების თანხას.

“ევროპული საქართველო” მოითხოვს, რომ გადადგეს ჭიათურის მერი, რათა დამთავრდეს ამ ქალაქში კორუფცია, ნეპოტიზმი, კლანური მმართველობა და ხალხის ფულის მოპარვა
ხორციელდება საჩხერესა და ჭიათურაში ადამიანებზე ზეწოლა, ხდება მათი დაშინება, რომ არ დაუჭირონ მხარი ამ ადამიანებმა ოპოზიციურ ძალებს.

ამ მძიმე კორუფციას, ნეპოტიზმს და სოციალურ გაჭირვებას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც აუცილებლად მოვა 31 ოქტომბერს,”-განაცხადა სერგო რატიანმა.


ნანახია: 181-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში პარტია 'ევროპულმა საქართველომ' ადგილობრივი ორგანიზაციის თავჯდომარე წარადგინა.

ამინდი