Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ჰპირდება წყალტუბოს მოსახლეობას ‘ევროპული საქართველო’?

თარიღი : 24-09-2020, 19:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედია-ვანი-ხონი-წყალტუბოს მაჟორიტარულ ოლქში “ევროპული საქართველო”-ს სახელით მაჟორიტატობისთვის აკაკი ბობოხიძე იბრძოლებს.

“წყალტუბოსთვის, რომელიც ოცნების მთავრობის ჩაფლავების მნიშვნელოვანი მაგალითია, დიდი მნიშვნელობა აქვს ქუთაისის აეროპორტის სრულად ამუშავებას, რომელის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ცენტრად გადაქცევის კონცეფციის ავტორი ჩვენი გუნდის წევრი გიორგი კანდელაკია.

ჩვენივე გეგმით, ქუთაისის აეროპორტში აუცილებლად აშენდება სატვირთო ტერმინალი, რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და იმერეთში მდებარე მწვანილისა და კენკრის მწარმოებლებს მაღალი გადახდის უნარის მქონე ევროკავშირის ბაზრებზე წვდომას მისცემს, რაც რეგიონისთვის გარდამტეხი ცვლილების ტოლფასი იქნება,”-ამბობს ბობოხიძე.

“წყალტუბოს, ხონის, ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული არაერთი პროექტის გარდა, აკაკი ბობოხიძე წყალტუბოს რეაბილიტაციის კონცეფციის ავტორი და მთავარი ლობისტია. “ევროპული საქართველოს” გეგმით წყალტუბოს საინვესტიციო მიმზიდველობა მკვეთრად გაიზრდება,”-აცხადებენ “ევროპულ საქართველო”-ში.


ნანახია: 163-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბობოხიძე ქვეყნის ხელისუფლებას იმ პრობლემებს ახსენებს, სადაც მას ფულის დახარჯვა შეუძლია.
'თავისუფალი დემოკრატების' წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატის ვალერი ჩეჩელაშვილის ორგანიზებით მუნიციპალიტეტში კონფერენცია
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატებს წარმოგიდგენთ.
თამარის ციხეზე თეატრალიზებული კომპოზიცია დაიდგა, რომლის ავტორი წყალტუბოს კულტურის ცენტრი იყო.

ამინდი