Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'კლინიკა ბომონდი'-ს კოვიდცენტრი კიდევ სამმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა

თარიღი : 23-09-2020, 15:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პირველი გამოჯანმრთელებულის შემდეგ, „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრი კიდევ სამმა მოზარდმა დატოვა. მოზარდები კლინიკიდან ბინაზე უკვე გაეწერნენ. თითოეულ მათგანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა.

„სამმა პაციენტმა დატოვა „კლინიკა ბომონდი“ კლინიკური სიმპტომატიკის გარეშე. სამივე მათგანი ქუთაისის მკვიდრია. ამ დროისათვის ჩვენს სტაციონარში 14 ბავშვია მოთავსებული. თითოეულ მათგანს კორონავირუსი დადასტურებული აქვს, თუმცა უსიმპტომო პაციენტები არიან. გვყავს პაციენტები ქუთაისიდან, ქობულეთიდან, ბათუმიდან და ვანიდან. დამატებით ველოდებით კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას. უკვე გაწერილ პაციენტებს ეძლევათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია. ასევე, აუცილებელია დაიცვან ჰიგიენა, დისტანცია და ატარონ ნიღაბი,“- ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ედიშერ ასათიანი.

„კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში ამ დროისათვის 90-მდე პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს შორის არის ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი, 9 ორსული და ერთი მელოგინე.


ნანახია: 207-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი