Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გაკეთდა ხარაგაულის სოფლებში-ხევში, წაქვაში, გრიგალათსა და ციცქიურში?

თარიღი : 22-09-2020, 16:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თუ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მგზავრობთ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ როგორც კი რიკოთის გვირაბიდან გამოხვალთ, ზემო იმერეთი იწყება და თქვენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შემოდიხართ.

პირველი ადმინისტრაციული ერთეული ხევია, რომელიც მდინარე რიკოთულას ხეობას მიუყვება.

მხარგაშლილი წიფლის მასიური ტყე და გამორჩეულად მკაცრი მიკროკლიმატი ხეობაში წელიწადის ყველა დროს ულამაზეს ლანდშაფტს ქმნის.

ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხი სოფელი შედის - ხევი, წაქვა, გრიგალათი და ციცქიური.

ადმინისტრაციული ცენტრიდან ხარაგაულამდე მანძილი 47 კილომეტრია.

სოფელ ხევს ადრე „ხევიჯვარი“ ერქვა. პირველად კი იგი XVI საუკუნეშია მოხსენიებული, როგორც ხევი. სოფელში XIX საუკუნეში აგებული ოქონობის ეკლესიაა, რომლის ეზოშიც ულამაზესი ორასწლოვანი ცაცხვებია გაშენებული.

სოფელ წაქავში მიწის სამუშაობის დროს შემთხვევით იპოვეს თიხის ქოთანი, რომელშიც აღმოჩნდა VII-VIII ს. ვერცხლის არაბული მონეტები.

ადმინისტრაციული ერთეული, ასევე, მოიცავს კიდევ 2 ულამაზეს სოფელს ციცქიურსა და გრიგალათს, რომლებიც მთებშია გაშენებული და იქ მისულ სტუმარს შეუძლია ულამაზესი ხედებით დატკბეს.

ხარაგაულის მერია პროექტის „რა გაკეთდა“ ფარგლებში, ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებულ პროექტებს გაგაცნობთ.

სოფელ გრიგალათში, ორ უბანში, მოსახლეობის მოთხოვნით აშენდა სარიტუალო სახლი. ასევე, სარიტუალო სახლი აშენდა სოფელ წაქვაში.

სოფელ ხევში კეთილმოეწყო და გაფართოვდა საბავშვო ბაღი.

ხევი იყო ერთ-ერთი პირველი სოფელი, სადაც აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი. წელს ცენტრის შენობა რიკოთის ავტობანის მშენებლობის გამო თავიდან აშენდა და მალე მიიღებს მომხმარებლებს.

სოფელში მეწყერულ მონაკვეთზე მოეწყო ნაპირსამაგრი გაბიონი.

ხევის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სველი წერტილების რეაბილიტაცია.

სოფელში ფუნქციონირებს სარიტუალო სახლი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის წისქვილს.

სოფელ გრიგალათში კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზებული სასოფლო გზის 1 700 მეტრიან მონაკვეთს.
გრიგალათის ცენტრალურ გზაზე წელს დასრულდა გარე განათების სიტემის მოწყობა.

სოფელ წაქვაში, სადაც ეიყო ერთ-ერთი ურთულესი გზა მობეტონდა 1 500 მეტრიანი მონაკვეთი.

წაქვაში, სოფლის ცენტრში, მოსახლეობის მოთხოვნით მოეწყო სპორტული მოედანი.
სოფელ ციცქიურში მოწესრიგდა სარიტუალო დარბაზი.

ასევე, სოფელ ციცქიურში, მდინარე ძირულას სანაპიროზე მოეწყო 180 მ სიგრძის გაბიონი. აღნიშნული მონაკვეთის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას მდინარის მოდიდების შემთხვევაში სერიოზული საფრთხე ექმნებოდა.

ციცქიურში მოსახლეობის მოთხოვნით სოფლის ცენტრალურ გზაზე მოეწყო გარე განათების სიტემა.

მნიშვნელოვანია, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის (ლიჩი-ნადაბური) ფარგლებში სრულად მოხდება სოფელ ციცქიურის გზის მოასფალტება.

ხევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მოთხოვნების შესაბამისად მერიამ შეუძინა წყლის მილები.

თემში ასევე პერიოდულად ხორციელდება საუბნო გზების შეკეთება-მოხრეშვა. ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში 2020 წლის მონაცემებით 1400-მდე ადამიანი ცხოვრობს.


ნანახია: 187-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი