Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შევიდნენ, საიდანაც ნახევარ მილიონამდე ლარი წაიღეს”

თარიღი : 22-09-2020, 15:06 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქურდობა ქუთაისში. ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები.

უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

"ინტელექსპრესის" ადვოკატის თქმით, შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, თუმცა ისინი შენობაში არ შევიდნენ და ობიექტი ისე დატოვეს, რა დროსაც ქურდებმა მშვიდად წასვლა მოახერხეს.

მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.


ნანახია: 479-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, #18 კორპუსში არსებული მაღაზიის წინ, უცნობმა პირებმა ჩასარიცხი აპარატი გატეხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

ამინდი