Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კორონავირუსით ინფიცირებული 77 წლის ქალი ქუთაისში თანმდევი მძიმე დაავადებებით გარდაიცვალა

თარიღი : 22-09-2020, 11:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კორონავირუსით ინფიცირებული 77 ქალი, რომლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობის კურსს „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდკლინიკაში გადიოდა.

ქალბატონი კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან 20 სექტემბერს, 07:00 საათზე, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდაც რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი მწვავე პნევმონია, თავის ტვინის ქერქის ატროფია, დაუზუსტებელი მწვავე ინსულტი, ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ფუნქციური კლასი და შაქრიანი დიაბეტი. მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,“- ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

ბომონდის კოვიდცენტრში ამ დროისათვის 83 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათ შორის 15 ბავშვი, 8 ორსული და 1 მელოგინეა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმედ ფასდება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ხანდაზმული ქალბატონის მდგომარეობა.


ნანახია: 216-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი