თემურ შაშიაშვილი: შეუძლებელს შევძლებთ, მთავარია შიში, უიმედობა და დეპრესია დავძლიოთ
თარიღი : 21-09-2020, 18:34 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ამომრჩეველს შეხვდა.
„შეუძლებელს შევძლებთ. მთავარია, შიში, უიმედობა და დეპრესია დავძლიოთ, გავანთავისუფლოთ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის პოლიტიკური სივრცე გარედან მართული პარტიებისგან, სოროსელებისა და მასონთა მეგობრებისგან. დავასრულოთ სიყალბეში ცხოვრება და მისი შემოქმედი პოლიტიკური მაფია,“-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, ღვთისმშობლობას ტრადიციულად, მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში ხვდება.
„ეს ტრადიცია სათავეს 90-იანებში იღებს, როცა მაშინდელი მერისა და გუბერნატორის, თემურ შაშიაშვილის ინიციატივით ქუთაისში იმართებოდა ქუთაისის დღეები „ღვთისმშობლობიდან - ჯვართამაღლებამდე,“-აცხადებენ მაჟორიტარობის კანდიდატის პრესცენტრში.