Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'აიღე ცოცხი, ვითომ არ გეკადრება,'- რა ხდება მაღაზიათა ქსელ 'ორ ნაბიჯში?'

თარიღი : 21-09-2020, 18:05 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯი“-ს უკვე ყოფილი თანამშრომელი იმ მდგომარეობაზე საუბრობს, რომლის ატანაც მაღაზიაში დასაქმებულებს უწევთ. მაღაზიის ყოფილი თანამშრომლის ისტორიას კამპანია „არა მონობა“-ს ავრცელებს.

"სკოლა რომ დავამთავრე, ვიფიქრე უნივერსიტეტში წასვლამდე პირველი ხელფასის გემოს გავიგებ-მეთქი. დავიწყე სამსახურის ძებნა. მინდოდა მემუშავა უფრო ინტერესის და დროის გაყვანის მიზნით და არა ანაზღაურების გამო. სამწუხაროდ, ავირჩიე მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი“, რადგან ძალიან კარგ პიარს იკეთებენ იმით, რომ ვითომდა სტუდენტებზე მორგებული გარემო აქვთ. ვინაიდან ამ კომპანიაზე და მის საქმიანობაზე უკვე დევს ერთი პოსტი, მე მინდა მოგიყვეთ ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერის შესახებ.

მე არც კი ვიცი როგორ შეძლო ამ ადამიანმა ამ ,,თანამდებობის“ მიღება. არის უტაქტო და ყველას მიმართ უხეში. ჯერ კონსულტანტებს რომ თავი დავანებოთ, ეზიზღება დისტრიბუციის ყველა თანამშრომელი. მათ ყოველთვის უყვიროდა და ალოდინებდა განუსაზღვრელი დროით მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ ასე უნდოდა. ეხვეწებოდნენ: გვეჩქარება, გაგვიშვიო, ის კი სახეში არც უყურებდა, ისე აგრძელებდა საქმეს (ანუ სიარულს და თაროების თვალიერებას). ამაზე უსასრულო შეიძლება საუბარი ამიტომ გადავალ კონსულტანტებზე.

ყველას, ვისაც შეატყობდა, რომ წასასვლელი სხვაგან არ ჰქონდა და იძულებული იყო ემუშავა, ზედ უვლიდა. უყვიროდა, ეუხეშებოდა, ამცირებდა. მისგან ხშირად მოისმენდით ფრაზებს: ,,კონსულტანტი ხარ ბოლო ბოლო", "აიღე ცოცხი ვითომ არ გეკადრება", "რა ჯმუხი ხელები გაქვს", "ყრუ ხარ თუ რა ხდება?" "მგონი ქართველი არ ხარ საერთოდ" და ეს ხდებოდა დარბაზში მომხმარებლის წინ. რომც მომხდარიყო სასწაული და ვინმეს ხმა ამოეღო ამაზე, დარწმუნებული ვარ არც მომხმარებელს დაინდობდა, რადგან მსგავსი შემთხვევაც ბევრი იყო. კლიენტებსაც ხშირდ კარგავდა თავისი უტაქტობის გამო.

;მე ვცდილობდი ყველა დამეცვა, თანაც მიხვდა რომ დღეში 5 ლარის გამო (ეს იმიტომ, რომ მე ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი,) მე მის თავხედობას არ მოვითმენდი და ამომიჩემა. მთელი ჩემი უბედურება მაშინ დაიწყო, როცა სწავლა დამეწყო. სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი ცხოვრების ახალ ეტაპზე რომ გადავედი. მაგრამ ეს სიხარულიც არ დამაცადა ჩემმა ორდიპლომიანმა მენეჯერმა. სმენებს ვათანხმებდი ადმინისტრატორთან. ის ყველანაირად მიწყობდა ხელს. თუ ლექციების დილით მქონდა, საღამოს ან შუადღის სმენას ვირჩევდი. თუ არადა, პირიქით. მენეჯერი ამაზე იმ დღით არაფერს ამბობდა, თუმცა თითქმის ყოველდღე მირეკავდა შუა ლექციაზე და მეუბნებოდა წამოდი სამსახურშიო. მე გაოგნებული ვრჩებოდი და ვეუბნებოდა, რომ საღამოს სმენაში უნდა მივსულიყავი. მისი პასუხი კი იყო: ,,მე სულ არ მაინტერესებს შენი სწავლა, წამოდი და იმუშავე. მივხვდი, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და დავწერე განცხადება წამოსვლის თაობაზე, თუმცა ბოლო დღემდე ცდილობდა გავემწარებინე. განგებ მაგვიანებინებდა ლექციებზე როცა იცოდა, რომ სამსახურიდან პირდაპირ იქ მივდიოდი. როცა ამის შესახებ სათაო ოფისში ვთქვი და ეს გაიგო, მაშინვე დაიწყო ტყუილების მოგონება და ყველა ჩემი ნათქვამის უკუღმა შემოტრიალება (რადგან იცოდა მე არავინ დამიჯერებდა). მე ამ სამსახურის დაკარგვით არაფერი დამაკლდა, მაგრამ რა უნდა ქნან მათ, ვინც იძულებულია ამ სამსახურით ოჯახი და შვილები არჩინოს,"-ნათქვამია წერილში.


ნანახია: 697-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი