Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სპორტული კომპლექსი პარლამენტის სანაცვლოდ?-‘ოცნების’ შეთავაზება ქუთაისელებს

თარიღი : 19-09-2020, 00:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ახალი საფეხბურთო აკადემია ქუთაისში - ფეხბურთის ფედერაციამ მორიგი პროექტი დაიწყო.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყობა ხელოვნური განათებით. ორი მოედნისთვის კი ტრიბუნა და ელექტრონული ტაბლო დამონტაჟდება. საფეხბურთო ინფრასტრუქტურასთან ერთად აკადემიის ტერიტორიაზე საცხოვრებელი და ადმინისტრაციული კორპუსები აშენდება.​

პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული ინფრასტრუქტურით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიის 14 და 15-წლამდე გუნდები ისარგებლებენ. აკადემიის აღსაზრდელების გარდა, კომპლექსის გამოყენება ადგილობრივ საფეხბურთო სკოლებს, მოყვარულთა და ქალთა გუნდებს შეეძლებათ.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიწა აკადემიის ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოსგან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას და უეფას დაფინანსებით განხორციელდება. ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოს იგეგმება“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.


ნანახია: 280-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მისი თქმით, მას აინტერესებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულ საფეხბურთო კლუბებს როგორ პირობებში უწევთ ვარჯიში და თამაშისთვის
ქუთაისში არსებულ 'ტორპედო'-ს მოედანს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაციების შესრულება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში,
საპოვნელა უკვე ექვსი თვეა, რაც უმაღლეს ლიგაში გადავიდა და თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად სათანადო გარემოს საჭიროებს.
"მოყვარულთა თასის" გათამაშებაში საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი იღებს მონაწილეობას.
მეუფე ორივე გუნდს, ასევე, მსაჯებს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართავდა თხოვნით, რომ "ფეხბურთი უნდა იყოს შეჯიბრი და არა

ამინდი