Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘კლინიკა ბომონდში’ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ორსული გადაარჩინეს

თარიღი : 18-09-2020, 16:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“კლინიკა ბომონდი”-ს მედიკოსებმა კორონავირუსით ინფიცირებული ორსული გადაარჩინეს.

38 კვირის კოვიდდადებითი ორსული კლინიკაში ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლიდან შეიყვანეს. კლინიკაში შემოყვანის მომენტში ორსულს მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ორსულს დახმარება კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მეან-გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ
და გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ გაუწიეს.

“დედის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიგეგმა საკეისრო კვეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ახალშობილს და დედას ჩაუტარდათ ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება დედას, მას უგრძელდება მკურნალობის კურსი,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

“კლინიკა ბომონდი”-ს სტაციონარში ამ დროისათვის კოვიდდადებითი 60 პაციენტი გადის მკურნალობას.


ნანახია: 352-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი