Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ნანუა,’-თერჯოლაში დამზადებული ღვინო, რომელსაც იმერეთის სამეფო კარის მთავარი მეღვინის სახელი ჰქვია

თარიღი : 16-09-2020, 22:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელი გიდი დეა მანაგაძე საზოგადოებას თერჯოლელ მეღვინეს აცნობს, რომლის გატაცებას იშვიათი და უნიკალური ვაზის ჯიშების შეგროვება წარმოადგენს.

ვაზის ჯიშების შეგროვება 2015 წელს დაიწყო და დღეს უკვე მის კოლექციაში 52 ჯიშია. ამბობს, რომ ძველი და მივიწყებული ჯიშების მოძიებას ისევ აგრძელებს.

„მე ვცხოვრობ ღვთიურ სამოთხეში, რომელსაც იმერეთი ჰქვია,“ – სოლომონ მეორის ეს სიტყვები, თერჯოლელი მეღვინის, გია ჩუბინიძის მარანში ამოვიკითხე.

ეს არის ამონარიდი დიდი მეფის წერილიდან, რომელიც მან რუსეთის იმპერატორს, პეტერბურგში განცხრომით ცხოვრების დაპირების საპასუხოდ მისწერა.

გია 44 წლისაა. მეღვინეობასთან ერთად, მისი გატაცება, იშვიათი და უნიკალური ვაზის ჯიშების შეგროვებაა. რას არ ნახავთ აქ: აქეთ თეთრი კამური, იქეთ თამარის ვაზი და ვარდისფერი ღრუბელი, მათ გვერდით რკო და ფრანგული სირაზი, თითა, ავასირხვა და ამლახუ მარგალიტები აფხაზეთიდან, უიშვიათესი აჭარული ცხენისძუძუ, კრახუნა და ოცხანური. ამდენ ნაირფერ მტევნებში უნებურად გამახსენდა: „გიორგობის თვეში, ნუნუა წვიმს ჩვენში, გინდ ყოფილხარ სამოთხეში, გინდა იმერეთში.“ ჰოდა, ეს ეზოც პატარა იმერული სამოთხეა.
https://i.postimg.cc/zB83xny4/61-C789-E0-C0-F7-4-A0-A-B8-DB-30-F6-E1614-FE8.jpg
ახლა ცოტა რამ მასზე და სოლომონ მეორეზე. გიას დიდი ბაბუა, ივანე ჩუბინიძე დიდი მეფის პირადი მეღვინე ყოფილა. მას თურმე ყველა ნანუა მეღვინეს ეძახდა. სწორედ ამიტომ ჰქვია გიას ღვინოებს „ნანუა“. მისი ოცნება სახელოვანი პაპის იმ ბეჭდის მოძიებაა, რომელიც ნანუა მეღვინეს, იმერეთის სამეფო კარზე ანდეს და ჩააბარეს.

გიას აზრით, სამყაროს ენერგია მიწიდან ვაზის ფესვებში, მტევნებიდან ღვნოში გადადის, ამიტომ ყველა მტევანს ეფერება და თითოეულ მარცვალს თავის წილ სიყვარულს გადასცემს.

„ნანუა“ უყვართ საქართველოში, აგემოვნებენ ლონდონში და სულ მალე ამომავალი მზის ქვეყანაშიც გემოს,”-ამბობს დეა მანაგაძე.


ნანახია: 170-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - 'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
რუბრკის მორიგი სტუმარია თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე 'მეღვინეობა საზანოს' დირექტორი გივი ჩუბინიძე.
სამკურნალო თვისებებით ცნობილი კურორტი დღეს განადგურებულია.
"ღვინის დღესთან" დაკავშირებით გაიშლება კარვები, რომელიც გაფორმდება ვაზის და ღვინის ამსახველი ფოტოებით. მოეწყობა და აუქციონები,
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ- მასწავლებლები გია ყანჩელს შეხვდნენ.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოსი მამაკაცების უმრავლესობას გიორგი ჰქვია, ხოლო ქალებში პირველ ადგილს სახელი ნინო იკავებს.

ამინდი