Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული ცენტრის ექიმებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

თარიღი : 15-09-2020, 22:22 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
“დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის“ მიერ ჩატარებული PCR ტესტის პასუხები 270 თანამშრომელსა და პაციენტში უარყოფითია,”-ამის შესახებ განცხადებას კლინიკა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2 დღის წინ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთ ექიმს COVID 19-ზე გეგმური შემოწმების დროს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ჰოსპიტალში დანერგილი სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის სისტემის მეშვეობით, შემთხვევის იდენტიფიცირება კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე მოხდა.

„ჰოსპიტალმა მყისიერად მიიღო პრევენციული ზომები. დაინფიცირებულ ექიმთან ახლო კონტაქტში მყოფი 16 პირი თვითიზოლაციაში გადავიდა. კლინიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, PCR ტესტი 270 მედპერსონალს და პაციენტს ჩაუტარდა. აღნიშნული მასშტაბური PCR ტესტირების ჩატარება ქვეყანაში მომატებული შემთხვევების გამო და რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით გაკეთდა, რაც ჰოსპიტლის მაღალ სამედიცინო სტანდარტსა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვაზე მეტყველებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.


ნანახია: 57-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი