Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

15-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, ზესტაფონში 'ფეროს რელსებთან' მოძრაობა შეიზღუდება

თარიღი : 15-09-2020, 16:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 196-ე კმ-ზე (ე.წ. „ფეროს რელსებთან“), შპს „ბორანის“ მიერ დაგეგმილია დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 15, 16, 17 და 18 სექტემბერს, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.

უწყების ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქ. ზესტაფონის გავლით. ხოლო, მაღალი ტვირთამწეობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 196-ე კმ-ზე, მესიგნალეების მეშვეობით, ცალმხრივად გავლის რეჟიმში.

„სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზის ჩაკეტვის ადგილები ღამის საათებში იქნება განათებული. ორგანიზაციის მიერ სამუშაო ობიექტზე, განთავსდება დროებითი მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები. ასევე, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


ნანახია: 256-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო
შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამინდი