Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის კლინიკებში 70-მდე კორონავირუსით ინფიცირებული პირია მოთავსებული

თარიღი : 15-09-2020, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“კლინიკა ბომონდი”-ს სტაციონარში ამ დროისათვის დადასტურებული კოვიდ 19-ით 30 პაციენტი მკურნალობს.

პაციენტებიდან 12 ბავშვი, ხოლო ერთი 35 კვირის ორსულია.

კლინიკის სტაციონარში არიან მოთავსებული აჭარიდან, ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ხანდაზმულები.

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი დაემატა. მათგან 8 ქუთაისის ე.წ. 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება, ხოლო დანარჩენი ცაგერის კონტაქტებია.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

" ჩვენს კლინიკაში კოვიდინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. დაგვემატა 13 ახალი პაციენტი და ჯამში გვყავს 30 კოვიდდადებითი. ახალი პაციენტებიდან 8 ქუთაისის, ხოლო 5 ცაგერის კლასტერია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,"-განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციური კლინიკა კვლავ კოვიდმიმღევ კლინიკად გადაკეთდა. ამ დროისთვის, კლინიკაში 14 ბავშვი და 16 მოზრდილი მკურნალობს.

იმერეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევები უკვე არსებული ინფიცირებული პირების კონტაქტებს წარმოადგენენ. ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ქუთაისში 4 კლინიკა ემსახურება. კლინიკების სტაციონარში ჯამში 70-მდე კოვიდდადებითი პაციენტია მოთავსებული.


ნანახია: 203-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი