Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მოსაცდელების და ბანკომატების დეზინფექცია მიმდინარეობს

თარიღი : 14-09-2020, 20:23 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოებას ექცევა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების თანახმად, სპეციალური ხსნარებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების, სკვერებში არსებული ატრაქციონების და ქუჩებში განთავსებული ბანკომატების დეზინფექცია დაიწყო.

სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი გაეცნო.

„ქუთაისში უკვე გვაქვს კორონავირუსით დაინიფიცირების ათეულობით შემთხვევა და შესაბამისად, ვამკაცრებთ უსაფრთხოების ზომებსაც. მაქსიმალურად ვცდილობთ, შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით და ლოკაციებზე. ჩვენი სამსახურები მუდმივ მონიტორინგს უწევენ ამ პროცესებს,”- აცხადებს დავით ერემეიშვილი.

სადეზინფექციო სამუშაოებს ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახური ასრულებს. პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.


ნანახია: 133-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი