Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის 25 საჯარო და ერთ კერძო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

თარიღი : 14-09-2020, 18:24 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის 25 საჯარო და ერთი კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია, რომ 15 სექტემბერს აღსაზრდელები უსაფრთხო გარემოში მიიღოს.

მუნიციპალიტეტის სკოლებმა წარმატებით გაიარეს როგორც რეგიონული, ასევე მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯგუფის მონიტორინგი.

სკოლებში პერიოდიულად ახორციელებდა მონიტორინგს ასევე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინა ვეფხვაძე.

სასწავლო დაწესებულებებში დაცულია ჯანდაცვის სამინსტროს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს მთავრობს დადგენილებითაა განსაზღვრული.

სკოლის შენობებში სადეზინფექციო ხსნარები რამდენიმე ლოკაციაზეა დამონტაჟებული, შესასვლელებში განთავსებულია დეზობარიერები, საკლასო ოთახებში და დერეფნებში გამოკრულია საინფორმაციო ბანერები. სკოლები აღჭურვილია პირბადეებით და სხვა სადეზინფექციო საშუალებებით.

დღეს საჯარო სკოლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ჩხეიძე.

„26-ივე სკოლაში 15 სექტემბერს სწავლა დიწყება საკლასო ოთახებში, სკოლები უზრუნველყოფილია ყველა ჰიგიენური საშუალებით, მიუხედავად იმის, რომ ზოგიერთ მათგანში მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობა, ეს სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის და სამუშაოები მოსწავლეებისგან გამოყოფილ, იზოლირებულ გარემოში გაგრძელდება და ვადების დაცვით დასრულდება, “ - აღნიშნა თემურ ჩხეიძემ.


ნანახია: 206-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უკვე მეორედ სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.

ამინდი