Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საკონდიტრო საწარმო ვანში, სადაც ახალგაზრდები არიან დასაქმებული

თარიღი : 14-09-2020, 16:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მეწარმე ზაურ თათვიძის საკონდიტრო საწარმო „კონდიტო“ ვანის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების №70-ში მდებარეობს.

საწარმო თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ და გარემონტებულ შენობაშია განთავსებული და აღჭურვილია უახლესი აპარატურით. საწარმოს გარს აკრავს მწვანე, მოვლილი ეზო. იქვე მდებარე წმ. ნინოს სახელობის ტაძარი კი განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ამ მყუდრო და მოწესრიგებულ გარემოს.

საკონდიტროში 40 ადამიანია დასაქმებული, ძირითადად ადგილობრივები, მათ შორის ახალგაზრდები.
https://i.postimg.cc/3rBNygw1/897-A3-E72-E0-AC-4570-A47-A-CE08-C3-A3-BD4-B.jpg
“აქ დაცულია ჰიგიენისა და სანიტარიის შესაბამისი ორგანოების მიერ დადგენილი ყველა ნორმა და წესი. ქარხანაში მოწვეულია კონდიტერი ქალაქ თბილისიდან ამ სფეროშო 40 -წლიანი უწყვეტი სამუშაო გამოცდილებით, რომელიც წარმატებით თანამშრომლობდა საქართველოს თითქმის ყველა დიდ საკონდიტრო ქარხანაში და ეხლა მის გამოცდილებას ამ არაჩვეულებივ საკონდიტროში იზიარებენ. საწარმოო პროცესს კონდიტერთან ერთად მეთვალყურეობას უწევს კვების ტექნოლოგი. საწარმო 30 სახის პროდუქციას აწარმოებს, რეალიზაცია ხდება როგორც ვანის მასშტაბით, ასევე მეზობელ რეგიონებში: გურია, ბათუმი, ხაშური, ბორჯომი, ახალქალაქი, ახალციხე. საკონდიტრო პროდუქცია მზადდება ნატურალური პროდუქტების გამოყენებით: რძე, ნატურალური თაფლი, მაწონი, ხაჭო, რომელსაც იქვე ადგილობრივი მოსახლეობიდან იძენენ. წარმოებაში არ იყენებენ საფუარს და შენახვის ვადის გამახანგრძლივებლებს. მაქსიმალურად ერიდებიან ქიმიური დანამატების გამოყენებას,”-აცხადებენ ვანის ტურიზმის ცენტრში.


ნანახია: 187-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ობიექტის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია და უახლოეს მომავალში საწარმო ინვენტარით აღიჭურვება.
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში ამ ეტაპზე 22 ადგილობრივია დასაქმებული, რომელთა ხელფასიც 400 ლარს შეადგენს.

ამინდი