Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘კლინიკა ბომონდში’ კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტი მოათავსეს, მათ შორის არიან ბავშვებიც

თარიღი : 14-09-2020, 09:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში “კლინიკა ბომონდი” ჩაერთო. დადასტურებული კოვიდ 19-ით კლინიკის სტაციონარში გვიან ღამით 11 პაციენტი მოათავსეს.

პაციენტებიდან 4 ზრდასრულია, ხოლო შვიდი ბავშვია. ინფიცირებულებს შორის არის ორსული ქალბატონიც. 11 პაციენტიდან 10 ქუთაისის მკვიდრია, ხოლო ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში ქობულეთიდან გადმოიყვანეს. ამ დროისთვის ინფიცირებულებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

“კლინიკა ბომონდში” კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურითა და ბოქსირებული პალატებით აღჭურვილი ერთი კორპუსი გამოიყო. აღნიშნულ კორპუსს სპეციალურად გადამზადებული პერსონალი ემსახურება. კლინიკის სხვა ნაწილში გეგმიური თუ გადაუდებელი აუცილებლობით შემოსული პაციენტების მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელი მამია ყიფიანი.


ნანახია: 226-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი