Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘აგერ, ამ სიცხეში, ირმამ მოგვისწრო, 20-20 ლარი მოგვცა და 10 წუთით კი შემოვიარეთ მიტინგზეო,’-რა დაუჯდა ‘პატრიოტთა ალიანსს’ აქციის ერთი მონაწილე?

თარიღი : 13-09-2020, 20:27 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” აქცია გაიმართა. პარტიის ლიდერებმა შეკრებილ მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს. ქუთაისის მაჟორიტარობისათვის ნონა ასათიანი იბრძოლებს, რომელიც პროფესიით ექიმია.

ცენტრალურ მოედანზე, “პატრიოტთა ალიანსის” აქციის დაწყებამდე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ აქცია-პერფომანსი მოაწყო. მან მოედანზე საკუთარი ხელით მომზადებული ბორშჩი მიიტანა და განაცხადა, რომ წვნიანი იმ ხალხისთვის მოემზადა, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს რუსულ პროპაგანდას. სამოქალაქო აქტივისტს პერფომანსი მოქალაქეებმა დაუწუნეს და შენიშვმა მისცეს.

მოგვიანებით კი მოედანზე “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა. “ნაციონალებმა” პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ლომიას პარტიის რუსული ფულით დაფინანსებასა და რუსეთის ინტერესების გატარებაზე პასუხი მოსთხოვეს, რასაც სიტყვიერი და მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ქუთაისის მკვიდრი გოგი ხაზარაძე ამბობს, რომ “მასშტაბურ” აქციაზე ოპოზიციურ პარტიას ძირითადად ე.წ. ბირჟის წარმომადგენლები ჰყავდა.

“ქუთაისში, “პატრიოტთა ალიანსი”-ს შეკრება იყო ცენტრალურ მოედანზე, ხოდა, "ქე" "გევედიიი", მაინტერესებდა.

ხალხი არ იყოო, ვერ იტყოდა კაცი, მაგრამ ბევრი ქოცი შევნიშნე, ბევრი ბაზრის მოვაჭრე და თითქმის მთელი "სასტავი" მწვანე ბაზრის მუშათა ბირჟის. ყველას ვიცნობ ამ ჩემი რემონტების და "პაჟრების" პატრონი.

დაიშალა, დამთავრდა აქცია, წამოვედი, მანქანა შორს მეყენა, ჩავჯექი, დავიძარი სახლისკენ, ავედი გოგებაშვილის აღმართზე და მე-19-ე სკოლასთან ეს ბირჟის მთელი სასტავი ხელოსნების აგერ "არალი"?! მიმდგარან, ერთად შეყრილან და რაღაცას ფაცი-ფუცობენ.

აიტ! "რაშობით" "მაქანეთქვა" და ო, გოგი "რავახარ", გოგი?! აგერ, ამ სიცხეში, ირმამ მოგვისწრო, 20-20 ლარი მოგვცა და 10 წუთით "ქე" შემოგვიარეთ "კიდო" ცენტ. მოედანზე, ცოტა ხნით მიტინგზეო (თან, კვდებიან სიცილით).

"ბიჯო", თქვენ მშრომელი ხალხი ხართ და უშრომელად ფულს "რაფრათ" მოკიდეთ "ხელითქვა"?

უფ, კაი ერთი, ჩვენ არა და სხვა "ეიღებდა" მაინც და "ჩვენთვიზა" ახლა მისწრება იყო 10 წუთში ოცი ლარი, "თვარა", დღის შრომაში რასაც ვიღებთ შენც კარგად იციო.

ამ დროს, ერთი მოვიდა, მოიტანა მარკეტიდან დიდი ცელოფნით ლუდები, იქვე ჩამოჯდნენ და ჩამოჯექი ჩვენთან ერთად, თუ არ გაგიტყდებაო.

რას ამბობთ, ქურდის ქურდი ცხონდა ბიჭებო, რატომაც არა-თქო და ჩამოვუჯექი მეც. ამ სიცხეში დავკარით ლუდები.

ჰე, დაღაჭეთ ახლა, ვინ ვის აძლევთ ხმას-თქო და ატეხეს სიცილი, ყველამ ყველასი ზეპირად იცოდა.

სამი “ოცნება” იყო, ორი “ნაციონალი”, ერთი “ლელო”, ერთი პირდაპირ კაკო ბობოხიძე.

წესით, ეს ფული, ამ სამი ოცნებისტის გარდა, არავის არ გეკუთვნით თქვენ, პატრიოტთა ალიანსის და ქართული ოცნების ბიძაშვილ-მამიდაშვილობის გამო-თქო და ატეხეს სიცილი.

მოკლედ, გავედი მერე, მოვუტანე, შევმატე მეც ლუდები და დავუბარე, ამით მომავალი ოპოზიციური კოალიციის აწიეთ-თქო.

მოკლედ, ასე დასრულდა პატრიოტთა ალიანსის "გრანდიოზული" აქცია ქუთაისელი მშრომელი კლასისთვის,”-წერს გოგი ხაზარაძე.


ნანახია: 319-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტატო მესხის თქმით, 6 კაციანი ფრაქცია დაიშლება და ორ ფრაქცია შეიქმნებიან.
ქუთაისის მერიას „პატრიოტთა ალიანსის“ კადრები საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებენ.

ამინდი