Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში 4 სოფლის სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

თარიღი : 13-09-2020, 12:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპნის, სოფელ მეორე სვირის, სოფელ ქვედა საზანოს და სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში.

პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია


ნანახია: 137-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში
მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურაც.

ამინდი