Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში იმ კლინიკების რაოდენობა იზრდება, რომლებიც კოვიდინფიცირებულებს მიიღებენ

თარიღი : 13-09-2020, 11:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 15 შემთხვევა ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ერთი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიამ ჯამში 1100-მდე ბიოლოგიური მასალა გამოიკვლია.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, იმერეთში იზრდება იმ კლინიკების ჩამონათვალი, რომლებიც კოვიდინფიცირებულებს მიიღებენ.

კოვიდინფიცირებულთა მკურნალობაში სრულად ჩაერთვება “ლჯ და კომპანია” და რეფერალური ჰოსპიტალი. ინფიცირებულებს მიიღებს “კლინიკა ბომონდი”. აღნიშნულ კლინიკაში კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ ერთი კორპუსი გამოიყოფა.


ნანახია: 259-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი