Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას პირდება გიგი წერეთელი ტყიბულის სოფელ მუხურას მოსახლეობას?

თარიღი : 12-09-2020, 14:37 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი წერეთელი ტყიბულის სოფელ მუხურას მოსახლეობას შეხვდა.

ამ ულამაზეს სოფელს ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ იქაური მშრომელი და პატრიოტი ხალხი ცდილობს გამკლავებას, განსაკუთრებით მკაცრია ზამთარი, როცა გზა იკეტება და მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამიტომ სოფლის მთავარი მოთხოვნაა თერჯოლა-მუჯირეთის გზის რეაბილიტაცია, რაც უამრავ სირთულეს მოუხსნის 400-მდე ოჯახს. ეს საკითხი ოთო კახიძემ დააყენა პარლამენტის სხდომაზეც, თუმცა ჯერ არაფერი გაკეთებულა. ძალიან კარგი ახალგაზრდული გუნდი ცდილობს ხელისუფლებას ხმა მიაწვდინოს და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.

მოსახლეობის განმარტებით, ამ სოფელში რამდენიმე მილიონი დაიხარჯა ახალი სკოლის მშენებლობაზე, თუმცა უნიათობის და შესაძლოა კორუფციის გამოც, ხან ერთი კომპანია მუშაობდა, ხან მეორე და მესამე, ამიტომაც სკოლა უხარისხოდ აშენდა და არ ფუნქციონირებს. აუცილებლად ვეცდები ამ კარგი სოფლის დახმარებას,”-ამბობს გიგი წერეთელი.


ნანახია: 158-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ თავად წერეთელმა განაცხადა.
'ევროპული საქართველოს' წევრები სოფელ საწულუკიძეოში მოსახლეობას შეხვდნენ.
გიგი წერეთელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სარჩელით საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს, უარის შემთხვევაში კი დავას
როგორც იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოფელ მუხურას მიმართულებით საავტომობილო გზის

ამინდი