Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თარიღი : 12-09-2020, 11:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში განთავსებულ საველე ჰოსპიტალში კორონავირუსზე გამოკვლეული 300 პირიდან 2 მათგანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჯამში ქუთაისში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა ინფიცირებული 32-ე საჯარო სკოლის კლასტერთან არის დაკავშირებული. აღნიშნული სკოლის თანამშრომლების ინფიცირება ამავე სკოლის საქმეთა მმართველს უკავშირდება, რომელიც აღმოსავლეთში ქორწილში იმყოფებოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, იმერეთის ლაბორატორიამ გასული 24 საათის განმავლობაში 1167 ნიმუში გამოიკვლია, საიდანაც ვირუსი 21 შემთხვევაში დადასტურდა. მისივე თქმით, ახალი ინფიცირებულების კონტაქტების კვლევაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ ცენტრალურ ბაღში, ღია სივრცეში მოწყობილ კარავს.


ნანახია: 226-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი