Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის 17 საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები სრულდება

თარიღი : 11-09-2020, 22:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მასშტაბით, საჯარო სკოლებში სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები დასრულების სტადიაშია. ალავერდის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად გაეცნო და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

პროექტის მიხედვით, ალავერდის სკოლაში გათბობის სისტემა მონტაჟდება, მიმდინარეობს ასევე სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულება 49887 ლარია.

მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 623867 ლარია გამოყოფილი. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.

“ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, საჯარო სკოლების მშენებლობა - რეაბილიტაციის თვალსაზრისით, მასშტაბური პროექტები ხორციელდება. ორი, სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლა შენდება სოფელ ზედა საქარასა და არგვეთაში. რესტავრაცია - რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ქალაქის N 1 სკოლას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. სკოლას რეკონსტრუქციის შემდეგ, პირვანდელი სახე დაუბრუნდა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის განახლება მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას განათლება სწავლისთვის შესაფერ გარემოში მიიღონ და ჰქონდეთ მეტი მოტივაცია“, - აღნიშნა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.


ნანახია: 128-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი