Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ინფიცირებულთა საცხოვრებელ კორპუსებს დეზინფექცია ჩაუტარდა

თარიღი : 11-09-2020, 18:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია უტარდება. სადეზინფექციო სამუშაოები „თეგეტა მოტორსის“ ავტოპარკში მიმდინარეობს.

სამუშაო დღის ბოლოს, სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით, ამუშავებენ ავტობუსებს და მიკროავტობუსებს, რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება მგზავრებისთვის უსაფრთხო იყოს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების პროცესს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი გაეცნო. მისი თქმით,
მაქსიმალურად ცდილობენ მიიღონ უსაფრთხოების ყველა ზომა და შეძლებისდაგვარად შეაჩერონ ვირუსის გავრცელება.

ქუთაისში დეზინფექცია ჩაუტარდა იმ კორპუსებსაც, სადაც კოვიდინფიცირებული მოქალაქეები ცხოვრობენ.

“ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით და ლოკაციებზე. მკაცრდება კონტროლი საკოორდინაციო საბჭოს რეგულაციების და რეკომენდაციების დაცვაზე. ჩვენი სამსახურები მუდმივ მონიტორინგს უწევენ ამ პროცესებს,”-განაცხადა დავით ერემეიშვილმა.


ნანახია: 367-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი